პროექტი- ,,ჩემი სკოლის მატიანე"
რეფლექსია
ინტელის ტრენინგმ,ა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც შემდგომ საქმიანობასი გამომადგება. პროექტი საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს. ტრენინგზე გავიცანი კოლეგები, რომლებთანაც თანამშრომლობა სასიამოვნო და საინტერესო იყო.
კათედრის და პედ. საბჭოს სხდომებზე, აგრეთვე, საჩვენებელ გაკვეთილებზე თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად გავუზიარებ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და სიახლეებს.
ტრენინგი -,,ინტელის კურსი - პროექტებით სწავლება," რომელიც განხორციელებული იყო სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ შესაბამისობაში მოდის ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის“ მე-3 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ,,მასწავლებელმა იცის თუ როგორ გამოიყენოს ცოდნა მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად“; ასევე შესაბამისობაშია მე-4 მუხლის (ბ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად;“ მე-4 მუხლის (გ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ცოდნის აგებაში“; მე-4 მუხლის (დ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.“ მე-5 მუხლის (ე) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ მოაწყოს სასწავლო ფიზიკური გარემო ეფექტური სწავლებისათვის;“ მე-5 მუხლის (კ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელი აცნობიერებს კლასის მართვის სტილის გავლენას მოსწავლის განწყობაზე, ქცევასა და სწავლის შედეგებზე;“ მე-5 მუხლის (ლ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს მოსწავლეების ქცევა წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს აზრის გაბედულად გამოხატვას.“ მე-5 მუხლის (ნ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;“ მე-5 მუხლის (ო) ქვეპუნქტთან; ,,მასწავლებელი პროფესიულად ფლობს სწავლების ენას;“ მე-6 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან: ,,იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში; მე-6 მუხლის (ბ) ქვეპუნქტთან: ,,იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებული დამოკიდებულება;“ მე-6 მუხლის (დ) ქვეპუნქტთან: ,,იცის და იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიას მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად;“ მე-7 მუხლის (ა ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, დროითი და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით;“მე-9 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან: ,, მასწავლებელი ავლენს სწავლების სხვადასხვა მეთოდის ცოდნას და შეუძლია მათი გამოყენება სასწავლო კონტექსტის სესაბამისად;“ მე-9 მუხლის ( ბ) ქვეპუნქტთან: ,, მასწავლებელი ავლენს სწავლების იმ მეთოდების ცოდნას, რომელიც დაეხმარება ყველა მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში.“
რეფლექსია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება. 21-ე საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინტეგრირებას გულისხმობს. იმისათვის, რომ სწავლებაში დამენერგა ისტ, ამისათვის თავად უნდა დავუფლებოდი კარგად. თანამედროვე პედაგოგიკაში განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა. ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ საკითხებს/ პრობლემებს ეხება. ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას:
ა) კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ან ბ) კონკრეტული, აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზით. კარგად დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება ამა თუ იმ საგნის საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს.
სასწავლო პროექტს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახორციელებენ. მეორე მხრივ, პროექტის შეფასება ინდივიდუალიზებულია და ითვალისწინებს როგორც შესრულებული ნამუშევრის ხარისხს, ისე თითოეული მოსწავლის წვლილს რეალიზების პროცესში.
საბოლოოდ, ამგვარი სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბოს, საკუთარი პოზიციები გამოკვეთოს და ის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის შედეგსა და სასწავლო პროცესზე.
როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტი იმგვარად, რომ სიღრმისეულ შემეცნებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას შეუწყოს ხელი?
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს აქვს რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული მის აღწერაში. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნება წარმოდგენილი (მაგ: წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი, ინსცენირება, დებატი,აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.); ასევე, თუ მასში ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები და ის აუდიტორია, რომლის წინაშეც მას წარადგენენ, შეთანხმდებიან, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია. სასწავლო პროექტის სიღრმისეული შემეცნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით 2016 წლის 30 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით სსიპ ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გავიარე ტრენინგი ,,ინტელის კურსი - პროექტებით სწავლება", რომელიც მოიცავდა 8 მოდულს და 36 საათს. ტრენერი: ავთანდილ ცნობილაძე.
დავიწყეთ ინტელის კურსის შესწავლა. პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ, გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, მაგრამ განსაკუთრებით დამაინტერესა პრაქტიკული დავალებების შესრულებამ.
ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.
ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
1. მოდული 2. აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული 2. აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, შევქმენით შეფასების სქემა საკუთარი პროექტისთვის.
3. ვისწავლეთ Google.Drive-ში მუშაობა, ნამუშევრის გაზიარება, კომენტარების გაკეთება.
ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მე-2 მოდულის მე-4 და მე5 მუხლებს: შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, ვისაუბრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის საშუალებებზე.
ტრენინგის მეხუთე და მეექვსე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე, ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები ამ ნაშრომთა შეფასების ჩეკლისტები. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი და თვითონ სავარაუდო ნაშრომიც. ეს ყველაფერი საქაღალდეში შევინახეთ. ვისწავლეთ ბმულების გაკეთება, ბლოგში ფონის შეცვლა და ახალი გვერდის გახსნა.
ტრენინგის მეშვიდე და მერვე დღე მთლიანად პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების გაწერას დავუთმეთ.
პროექტის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა და მთლიანად საქაღალდე საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.
ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
1. მოდული 2. აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული 2. აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, შევქმენით შეფასების სქემა საკუთარი პროექტისთვის.
3. ვისწავლეთ Google.Drive-ში მუშაობა, ნამუშევრის გაზიარება, კომენტარების გაკეთება.
ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მე-2 მოდულის მე-4 და მე5 მუხლებს: შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, ვისაუბრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის საშუალებებზე.
ტრენინგის მეხუთე და მეექვსე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე, ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები ამ ნაშრომთა შეფასების ჩეკლისტები. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი და თვითონ სავარაუდო ნაშრომიც. ეს ყველაფერი საქაღალდეში შევინახეთ. ვისწავლეთ ბმულების გაკეთება, ბლოგში ფონის შეცვლა და ახალი გვერდის გახსნა.
ტრენინგის მეშვიდე და მერვე დღე მთლიანად პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების გაწერას დავუთმეთ.
პროექტის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა და მთლიანად საქაღალდე საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
ინტელის ტრენინგმ,ა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც შემდგომ საქმიანობასი გამომადგება. პროექტი საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს. ტრენინგზე გავიცანი კოლეგები, რომლებთანაც თანამშრომლობა სასიამოვნო და საინტერესო იყო.
კათედრის და პედ. საბჭოს სხდომებზე, აგრეთვე, საჩვენებელ გაკვეთილებზე თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად გავუზიარებ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და სიახლეებს.
ტრენინგი -,,ინტელის კურსი - პროექტებით სწავლება," რომელიც განხორციელებული იყო სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ შესაბამისობაში მოდის ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის“ მე-3 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ,,მასწავლებელმა იცის თუ როგორ გამოიყენოს ცოდნა მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად“; ასევე შესაბამისობაშია მე-4 მუხლის (ბ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად;“ მე-4 მუხლის (გ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ცოდნის აგებაში“; მე-4 მუხლის (დ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.“ მე-5 მუხლის (ე) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ მოაწყოს სასწავლო ფიზიკური გარემო ეფექტური სწავლებისათვის;“ მე-5 მუხლის (კ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელი აცნობიერებს კლასის მართვის სტილის გავლენას მოსწავლის განწყობაზე, ქცევასა და სწავლის შედეგებზე;“ მე-5 მუხლის (ლ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს მოსწავლეების ქცევა წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს აზრის გაბედულად გამოხატვას.“ მე-5 მუხლის (ნ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;“ მე-5 მუხლის (ო) ქვეპუნქტთან; ,,მასწავლებელი პროფესიულად ფლობს სწავლების ენას;“ მე-6 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან: ,,იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში; მე-6 მუხლის (ბ) ქვეპუნქტთან: ,,იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებული დამოკიდებულება;“ მე-6 მუხლის (დ) ქვეპუნქტთან: ,,იცის და იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიას მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად;“ მე-7 მუხლის (ა ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, დროითი და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით;“მე-9 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან: ,, მასწავლებელი ავლენს სწავლების სხვადასხვა მეთოდის ცოდნას და შეუძლია მათი გამოყენება სასწავლო კონტექსტის სესაბამისად;“ მე-9 მუხლის ( ბ) ქვეპუნქტთან: ,, მასწავლებელი ავლენს სწავლების იმ მეთოდების ცოდნას, რომელიც დაეხმარება ყველა მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში.“
Комментариев нет:
Отправить комментарий