პროფესიული განვითარება



            პროფესიული განვითარების    განმახორციელებელი   გეგმის რეფლექსია                                         
                        მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება.  21-ე საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული სესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინტეგრირებას გულისხმობს. იმისათვის, რომ სწავლებაში დამენერგა ისტ, ამისათვის თავად უნდა დავუფლებოდი  კარგად. სწორედ ამან გადამაწყვეტინა 2012 წლის დეკემბერში გამევლო სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი: ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“. ტრენერი: მაია უფლისაშვილი.
    



                                   გავიარე პროგრამით გათვალისწინებული საკითხები:
1.      სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
2.      გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
3.      სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
4.      თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოდული I . კურსის შესავალი.
დღე I. კურსის შესავალი. (3 საათი).
ტრენინგის დასაწყისში ტრენერი და მასწავლებლები გავეცანით ერთმანეთს, ტრენერმა გაგვაცნო განრიგი, მიზნები, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.  
პირველივე დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი, გავეცანით სასწავლო პროცესში ისტ–ის გამოყენების ფორმებს და მნიშვნელობას; მასწავლებლის სტანდარტებს და კომპეტენციებს ისტ–ის გამოყენების სფეროში; სწავლა–სწავლების თანამედროვე მიდგომებს და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს; სასწავლო პროცესის ძირითად ერთეულებს.
მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ–ის გამოყენებით ( 24 სთ)
დღე I. გაკვეთილის დაგეგმვა – (3 საათი)
მისალმების წინა ტრენინგის გახსენებისა და წინა ტრენინგ–დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო მოცემული ტრენინგის ამოცანები და შედეგები, გვესაუბრა გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურების შესახებ( დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება). გავეცანით გაკვეთილის სამფაზიან მოდელს.
სწავლა-სწავლების სამფაზიანი მოდელი გაკვეთილის/სემინარის/სესიის/ სასწავლო პროექტის მსვლელობის ერთგვარი უნივერსალური ჩარჩოა. იგი გამოხატავს ეფექტიანი სასწავლო პროცესის ძირითად საფეხურებს და მათი განხორციელების თანმიმდევრობას. სამფაზიანი მოდელის საფეხურებია:
ა) მოლოდინის განსაზღვრა( გამოწვევა)
ბ) ცოდნის კონსტრუირება(შინაარსის რეალიზება)
გ)გამთლიანება(რეფლექსია)
 სამფაზიანო მოდელის პირველი ეტაპი მოცემულ საგანზე, მოვლენაზე ადრე მიღებული ცოდნის ,,გამოწვევის“ ფაზაა.
მეორე ფაზის უპირველესი ამოცანა დაწყებული საქმიანობისათვის ხელის შეწყობა და ,,გამოწვევის“ ფაზაში გაღვივებული ინტერესისა და იმპულსის შენარჩუნებაა.
მესამე ფაზის უმთავრესი ამოცანა ისაა, რომ მოსწავლისგან მოელიან იმ თვალსაზრისისა თუ ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გამოხატვას, რომელიც მას გზადაგზა ხვდება. ამ ფაზის მეორე ამოცანაა მოსწავლეებს შორის აზრთა ჯანსაღი გაცვლა-გამოცვლა და ამის საფუძველზე მათი თვალსაზრისის გამომხატველი ლექსიკონის გამდიდრება.

სწავლების სამფაზიანი მოდელის ძირითადი ამოცანები საფეხურების მიხედვით


გამოწვევა
შინაარსის რეალიზება
რეფლექსია
*სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინის განსაზღვრა;
*შინაარსთან დაკავშირებული წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება;
*წინარე ცოდნის არაფორმალური შეფასება, არასწორი წარმოდგენების გამოკვეთა;
*პოზიტიური განწყობის შექმნა, ყურადღების კონცენტრირება, ინტერესისა და სწავლის მოტივაციის გაღვივება.

*სასწავლო მასალის გაცნობა;
*ინფორმაციის მოძიება-დამუშავება;
*ახალი ცოდნის კონსტრუირება;
*ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა;
*გაკვეთილისადმი პიროვნული კავშირების გამოკვეთა;
*შეკითხვების დასმა შინაარსთან დაკავშირებით;
*მოლოდინების გადახედვა და რეალურ პროცესთან შედარება.
*ძირითადი იდეების შეჯამება;
*ჩამოყალიბებული შეხედულებების გაზიარება;
*პიროვნული გამოხმაურება;
*მიღებული ცოდნის მნიშვნელობისა და სარგებლიანობის განსაზღვრა;
*ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბება;
*სასწავლო პროცესში საკუთარი მონაწილეობის შეფასება.

       გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი წარვმართეთ ასე:
1.      განვსაზღვრეთ გაკვეთილის მთავარი თემა.
2.      განვსაზღვრეთ გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა.
3.      განვსაზღვრეთ გაკვეთილის მიზნები და შედეგები.
4.      განვსაზღვრეთ  შეფასების საგანი და პროცედურები.
5.      განვსაზღვრეთ სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
6.      გაკვეთილის მსვლელობა.
7.      თვითშეფასება.

              დღე  II . გაკვეთილის დაგეგმვა ( გაგრძელება) ( 3 საათი).

     მოვახდინეთ  ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა:

ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვისას შევარჩიეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სწავლებას საკლასო ოთახში,  დავაკავშირეთ  ტექნოლოგია გაკვეთილთან.

განვიხილეთ საკითხი - გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით


1.      გაკვეთილის დაგეგმვა:  სასწავლო პროცესის დაგეგმვა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. გაკვეთილის დაგეგმვა მასწავლებლის საქმიანობის აუცილებელი ელემენტია, ხოლო დაგეგმვის ხარისხი- პროფესიული კომპეტენციის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელი.
გაკვეთილი ერთგვარი პროექტია, რომელსაც აქვს სამიზნე ჯგუფი (მოსწავლეების სახით), სასწავლო მიზანი, მისაღწევი შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები), შინაარსობრივი და ტექნიკური რესურსები, განსაზღვრული დრო და ა. შ.  დაგეგმვა ყველა ამ ელემენტს შორის რაციონალური კავშირის დამყარებას და მათ ერთიან სტრუქტურაში მოქცევას გულისხმობს.გაკვეთილის ჩატარებამდე მასწავლებელმა უნდა შეადგინოს გეგმა, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის მიზნებს, შინაარსსა და სტრუქტურას.
2.      გაკვეთილის მომზადება:  ამ ფაზაში ხორციელდება იმ თვალსაჩინოებებისა და სასწავლო მასალების მომზადება, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობასა და სასურველი შედეგების მიღწევას.
              მასწავლებელს, შესაძლოა, მოუხდეს ისეთი რესურსების მომზადება, როგორიცაა:
·         საპრეზენტაციო ფაილი ტექსტებითა და სურათებით;
·         დიაგრამები;
·         აუდიო და ვიდეო ფაილები;
·         ნაბეჭდი მასალები: ტექსტები, ფოტოები, ილუსტრასციები და სხვ.;
·         შეფასებისათვის საჭირო მასალები: ტესტები, კითხვარები, რუბრიკები და სხვ.;
·         სხვა სახის რესურსი, რომლის მომზადებისთვისაც საჭიროა ისტ-ის გამოყენება.

3.      გაკვეთილის წარმართვა - თუ დაგეგმილია ერთი გაკვეთილი, ან გაკვეთილების ერთობლიობა, მასწავლებელმა იმ გეგმით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც მან დაგეგმვის ფაზაში შეადგინა; ასევე,  იმ მასალებით, რომლებიც მოიძია ან შექმნა მომზადების ფაზაში. როდესაც მასწავლებელი  გაკვეთილზე ტექნიკას იყენებს, მას უნდა ჰქონდეს გეგმის სარეზერვო ვარიანტი.

4.       გაკვეთილის შეფასება/თვითშეფასება: გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მასწავლებელმა უნდა მოახდინოს გაკვეთილის შეფასება, რაც უნდა განსხვავდებოდეს მოსწავლეთა ცოდნის სეფასებისაგან. ამ მიზნით შესაძლებელია რიგი სტრატეგიებისა და რესურსების გამოყენება, რომლებიც პროცესის თველყურის დევნებისთვისა და ობიექტური შეფასების/თვითშეფასებისთვის გამოდგება (რუბრიკები, კითხვარები, ვიდეო ან აუდიოჩანაწერები, გეგმის დეტალური ანალიზი და სხვ.).

გაკვეთილის შეფასების მიზანია იმის დადგენა, თუ რამდენად მიაღწია საგაკვეთილო პროცესმა თავდაპირველად დასახულ მიზნებს. თვითშეფასება ეხმარება მასწავლებელს ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში, ასევე მომდევნო გაკვეთილების ეფექტიანად დაგეგმვაში.
 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც მასწავლებელმა თვითშეფასების დროს უნდა დასვას: რამდენად ეფექტიანად იყო გამოყენებული ისტ-ი მასწავლებლის მიერ?
სასურველია, მასწავლებელმა თვითშეფასება უწყვეტად აწარმოოს და გამოიყენოს ისტ-ი( მაგალითად ელექტრონული პორტფოლიოს სახით).



დღე III. გაკვეთილის დაგეგმვა ( გაგრძელება) – პრეზენტაცია I. ( 3 საათი).
წინა ტრენინგის მიმოხილვის შემდეგ იმართება დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა–სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას? ამის შემდეგ ვიწყებთ პრეზენტაციის მომზადებას საპრეზენტაციო პროგრამაში.
                დღე IV.  გაკვეთილის დაგეგმავა ( გაგრძელება) – პრეზენტაცია II. (3საათი).
დღე იყო დატვირთული და საინტერესო. ვიმუშავეთ მცირე ჯგუფებში, პრეზენტაცია მოვამზადეთ შერჩეულ თემაზე, გავეცანით პრეზენტაციის წარმართვის ძირითად პრინციპებსა და ხერხებს.
დღე V. გაკვეთილის დაგეგმვა ( გაგრძელება) – სიმულაციები, აუდიო და ვიდეოფაილები. ( 3 საათი).
ჩაგვიტარდა აქტიური ლექცია: ვირტუალური ლაბორაქტორია და ელექტრონული თამაში; გავეცანით აუდიო და ვიდეოსაშუალებების გამოყენებას  სასწავლო პროცესში.
დღე VI. გაკვეთილის დაგეგმვა ( გაგრძელება) – სასწავლო გარემოს ორგანიზება. ( 3 საათი).
ტრენერმაგვესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ გაკვეთილისთვის, როგორ უნდა მოვაწყოთ ფიზიკური გარემო, როგორ გავმნართოთ ტექნიკურად გაკვეთილი, რგორ დავამზადოთ სასწავლო რესურსები.
დღე VII.  სწავლის შეფასება ( ისტ–ის გამოყენებით) – ( 3 საათი).
ვისაუბრეთ შეფასების პრინციპებსა და მიდგომებზე, განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე, შეფასების სქემასა და რუბრიკაზე, ვისწავლეთ როგორ უნდა მოგვეხდინა რუბრიკის შედგენა სხვადასხვა საოფისე პროგრამის (MS Word, Open Office და სხვ.) მეშვეობით. ტრ
დღე VIII.  სწავლის შეფასება ( გაგრძელება) – (3 საათი).
ტრენინგზე ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ისტ–ი მრავალკომპონენტიანი შეფასებისათვის, გავხსენით პირადი ელექტრონული დღიური ( ბლოგი) და მოვახდინეთ ტრენინგ–დღის/მოდულის შეფასება.
მოდულიIII. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ–ის გამოყენებით ( 6 საათი).
დღე I. სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება – ( 3 საათი).
განვიხილეთ საკითხი - სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

თანამედროვე პედაგოგიკაში განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა. ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ საკითხებს/ პრობლემებს ეხება. ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას:
ა) კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ან ბ) კონკრეტული, აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზით. კარგად დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება ამა თუ იმ საგნის საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს.
სასწავლო პროექტს საერთო მიზნის გარსემო გაერთიანებული მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახორციელებენ. მეორე მხრივ, პროექტის შეფასება ინდივიდუალიზებულია და ითვალისწინებს როგორც სესრულებული ნამუშევრის ხარისხს, ისე თითოეული მოსწავლის წვლილს რეალიზების პროცესში.
საბოლოოდ, ამგვარი სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბოს, საკუთარი პოზიციები გამოკვეთოს და ის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის შედეგსა და სასწავლო პროცესზე.

პროექტზე დაფუძნებული სწავლის მთავარი კომპონენტები მოცემულია დიაგრამის სახით:

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტი იმგვარად, რომ სიღრმისეულ შემეცნებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას შეუწყოს ხელი?
 სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს აქვს რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული მის აღწერაში.
 პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნება წარმოდგენილი( მაგ. წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი, ინსცენირება, დებატი, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა. შ. ); ასევე, თუ მასში ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები და ის აუდიტორია, რომლის წინაშეც მას წარადგენენ, შეთანხმდებიან, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია.

დღე II . სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება(გაგრძელება) – ( 3 საათი).

             გავეცანით სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურებს:


1.      დაგეგმვა: ამ ეტაპზე განისაზღვრება: რა პრობლემის მოგვარებას აპირებს სასწავლო პროექტში ჩართული ჯგუფი? როგორ შეიძლება დავახასიათოთ პრობლემა? რა მიზანს ემსახურება პროექტი? როგორ შეიძლება დავახასიათოთ მიზანი? როდის ჩაითვლება მიზანი მიღწეულად?
2.      მომზადება: ამ ეტაპზე უნდა მომზადდეს ისტ და სხვა დამხმარე საშუალებები, გაფრთხილდნენ ის ადამიანები, ვისი მონაწილეობაც პროექტში მნიშვნელოვანია. მაგ.: ექსპერტი, ინტერვიუერი, მძღოლი და სხვ.
3.      განხორციელება: წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს. შესაძლოა, რეალური სამუშაოები განსხვავდებოდეს დაგეგმილისგან, მაგრამ ეს განსხვავება( მაგალითად, დროში, რესურსებში) დიდი არ უნდა იყოს.
4.      წარდგენა: ჯგუფმა უნდა მოამზადოს პროექტის მიმდინარეობისა დ მიღებული შედეგების ამსახველი პრეზენტაცია. უნდა განისაზღვროს წარდგენის ფორმატი (MS PowerPoint ან სხვ.).
5.      შეფასება: ამ საფეხურზე მასწავლებელი, მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად, აფასებს პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.

სასწავლო პროექტის გეგმა ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით ახლდება პროექტი თავსდება საიტზე/ბლოგზე:

1.პროექტის სახელწოდება: 
2.
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:
3.
პროექტის აქტუალურობა:
4.პროექტის მიზნები:
5.მოსწავლეთა ასაკი:
6.
ვადები-ხანგრძლივობა:
7.
მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები,რაც ეიძლება შეიქმნას:
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
10.
საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: 13.პროექტის ვებ-გვერდი(ბლოგი):

მოდული IV.  თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ–ის გამოყენებით (6 საათი).

დღე I. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები –( 3 საათი).

განვიხილეთ საკითხი - თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით


რა არის მასწავლებლის პორტფოლიო?

მასწავლებლის პორტფოლიო არის მისი პედაგოგიური და პიროვნული მიღწევების აღწერა დროის გარკვეულ პერიოდში.

რისთვის გვჭირდება პორტფოლიო?

პორტფოლიოს ორი ძირითადი დანისნულება აქვს:
1.      მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე და გარკვეულ ფორმატში აყალიბებს შესაბამის ინფორმაციას. ამ კუთხით, პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსების ინსტრუმენტია.
2.      დაინტერესებული მკითხველი მკაფიო წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებ. ამ კუთხით, პორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტია.

როგორ  ვაწარმოოთ  მასწავლებლის პორტფოლიო?

 პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესია. რაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიო, მით უკეთესი.იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ფორმალურ დოკუმენტს შეიცავს, ის მაინც მრავალფეროვანი და საინტერესო უნდა იყოს.

 გავეცანით ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ხელოვნებას სასწავლო პროცესში.

დღე II. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები (გაგრძელება) –( 3 საათი).

 შევისწავლე თუ  როგორ ხდება ნამუშევრების გამოყენება LEMILL_ში, ინტერნეტში, საგანმანათლებლო პორტალზე; მოვახდინეთ ტრენინგის შეფასება და კურსის შეფასების კითხვარის შევსება.


განვიხილეთ საკითხი -  სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
ამ ტრენინგზე გავეცანი სწავლა–სწავლების თანამედროვე მიდგომებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს.  კიდე უფრო კარგად დავინახე, რომ მასწავლებელი არის პროცესის აქტიური წარმმართველი, ხოლო მოსწავლე-პასიური მიმღები.მოსწავლე აქტიურია სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი გეზის, მიმართულების მიმცემია;
სასწავლო პროცესი გამდიდრებულია იმგვარი აქტივობებით, რომლებიც მოითხოვს ურთიერთობასა და ერთობლივ მუშაობას წყვილებსა და მცირე ჯგუფებში. სასწავლო პროცესი მოიცავს ინფორმაციის მუდმივ გაცვლა-გამოცვლას მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე თვით მოსწავლეებს შორის;
სწავლის პროცესში მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, იყენებენ ინფორმაციის ელექტრონულ და სხვა სახის წყაროებს და გამოაქვთ დასკვნები; მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს, რათა მათ თავად, საკუთარი ინიციატივით დაგეგმონ ის საქმიანობა, რომლის განხორციელების შედეგადაც გარკვეულ ნაშრომს შექმნიან;
თემატიკა, მასალა, სასწავლო პროცესი და გარემო დაკავშირებული უნდა იყოს მოსწავლეების ცხოვრებასთან, მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან, რეალურ საჭიროებებთან. ამოცანები იმ პრობლემის ანალოგიური უნდა იყოს, რომლებსაც ზრდასრულები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 კომპიუტერიზაცია და ინტერნეტ-სივრცეში ჩართვა დიდ დახმარებას უწევს სკოლას ძირითადი საგანმანათლებლო ამოცანების განხორციელების გზაზე. ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა:
1.      გაკვეთილებისა და თემატური ერთეულების წარმართვა(ისტ-ის გამოყენება დაგეგმვის, მომზადების, ჩატარებისა და შეფასების ფაზებში);
2.      ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაოების წარმართვა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებისა და პროგრამის გამოყენებით;
3.      თანამშრომლობითი სასწავლო პროექტების წარმართვა (კვლევის ფაზაში სხვადასხვა წყაროს, მათ შორის ელექტრონული რესურსების მოძიება, გაანალიზება, შექმნა და წარდგენა კლასის, სკოლის ან ზოგადად, საზოგადოების წინაშე; დაგეგმვა, განხორციელება შედეგების გამოქვეყნება ელექტრონული ფორმატით);
4.      საქმიანობის დინამიკისა და მიღწევების შეფასება/თვითშეფასება როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწვლეების მიერ (რუბრიკის შედგენა-შევსება, ელექტრონული პორტფოლიოების წარმოება, დიაგრამების აგება და სხვ.).

და რადგან  თანამედროვე შეხედულებით, სწავლა-სწავლება(ანუ სასწავლო პროცესი):

ა) ცოდნის გაფართოება-გაღრმავების,
ბ) უნარ-ჩვევების დაუფლების,
გ) ღირებულებითი მიმართებების ჩამოყალიბების უწყვეტი, კომპლექსური პროცესია, ამ ტრენინგზე ნამდვილად დიდი ცოდნა შევიძინე სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტრენინგზე დასწრება, რადგან გავეცანი ბევრ სიახლეს, მოვახდინე საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამყარება. ჩემში ჩამოყალიბდა ურთიერთთანამშრომლობა, მოვახდინე სხვათა გამოცდილების გაზიარება, რაც დამეხმარება საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გამდიდრებაში, სახალისო იყო ამ დროს შესრულებული პრაქტიკული სავარჯიშოებიც.
ამ ტრენინგმა საშუალება მომცა დავგეგმო გაკვეთილი, შევადგინო გაკვეთილი და შევქმნა პროექტი ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გაცილებით შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და სემეცნებითი თვალსაზრისით მეტის მომცემია მოსწავლეებისათვის. ამ ტრენინგის შემდეგ უკვე ისე ვგეგმავ სასწავლო პროცესს, რომ თავად მოსწავლეები იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში. 
როგორც მრავალი კვლევა ცხადყოფს, პროფესიული განვითარების პროცესის ყველაზე პრობლემური ეტაპი ახალი ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვაა. შევეცადე ტრენინგზე მიღებული ცოდნა აქტიურად დამენერგა საგაკვეთილო პროცესში. ტრენინგის შემდეგ უკვე თავისუფლად ვაწყობ სლაიდებს PowerPoint-ში და აქტიურად ვიყენებ გაკვეთილებზე. ერთ-ერთი ასეთი სლაიდი გავაკეთე, როდესაც ნოდარ დუმბაძის ლექსი: ,,გაზაფხული“ ავხსენი. (იხ. დანართი). ლექსის შესაბამისი სურათებით ავაწყვე სლაიდი, ლექსის ბოლოს მივაწოდე ინფორმაცია ბავშვებს, რომელიც მათ წვიმის 9 სახეობას აცნობს. შემდგომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე PowerPoint-ში აწყობილი სლაიდები calameo-ში  ადვილად ვაქციე ელექტრონულ წიგნებად. ( იხ. http://ninoelbaqidze.blogspot.com/2015/03/blog-post.html ).
ტრენინგზე გავხსენით ბლოგი, საიდანაც შემდეგ შევქმენი ჩემი ელექტრონული პორტფოლიო, ჩემს მიერ განხორციელებულ აქტივობებს ერთად მოვუყარე თავი და განვათავსე ზედ. ამით ჩემი ცოდნა, გამოცდილება, განხორციელებული ღონისძიებები , აქტივობები, რესურსები გავუზიარე კოლეგებს. დღესდღეობით პორტფოლიოს 1700-ზე მეტი ნახვა აქვს. ( იხ. http://ninoelbaqidze.blogspot.com/2015/06/blog-post.html). გარდა ჩემი საკუთარი პორტფოლიოსა, როგორც კათედრის ხელმძღვანელმა, ასევე შევქმენი კათედრის ელექტრონული პორტფოლიო, სადაც მთელი კათედრის აქტივობები განვათავსე. (http://elbakidze.blogspot.com/2015_05_01_archive.html ).
გავიცანი კოლეგები,  რომლებთანაც თანამშრომლობა სასიამოვნო და საინტერესო იყო. სიამოვნებით  ვნერგავ შეძენილ მეთოდებს საგაკვეთილო პროცესში, ვინაიდან დიდი სურვილი მაქვს ჩემი გაკვეთილები არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი, რათა კიდევ უფრო გავაღვივო მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესი.
კათედრის და პედ. საბჭოს სხდომებზე, აგრეთვე, საჩვენებელ გაკვეთილებზე თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად ვუზიარებ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და სიახლეებ.
 ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში გავიარე სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ ოტგანიზებული ტრენინგ-კურსი (35 საათი)  ,,1:1 ელექტრონული სწავლება“.  ტრენერი: მეგი კაპანაძე.


შებრუნებული საკლასო ოთახი


5 დღე - 4 სთ. სულ 20 საათი ტრენინგის შედეგები: მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეებში სწავლის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, ტრენინგის მეთოდოლოგია: აქტივობები: აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა. ტრენინგის ორგანიზების ფორმები - ჯგუფური, ინდივიდუალური.



                                     წიგნიერების ამაღლება

  შემაჯამებელი კითხვის საათი. ჩანახატები და შთაბეჭდილებების პრეზენტაციები ვიდეო ფილმის ჩვენება 15, 16 და 17 მაისს ქ. ქუთაისის N 17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი: "წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე“. ტრენინგი N14 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს. მასწავლებლები ტრენინგზე გაეცვნენ ემერჯენტულ წიგნიერებას, დაეუფლენ კითხვის ეფექტურ მეთოდებს, შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები: დაამზადეს წიგნები, აფიშები, დიორამები. ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩდა, რაშიც დიდი წვლილი ტრენერს ნანა კაცაძეს მიუძღვის! 





Комментариев нет:

Отправить комментарий