ტ ე ს ტ ი
V I კლასი
1. რუსთაველის პორტრეტი გამოსახულია 2 ცნობილ წმინდანს შორის. ეს
წმინდანებია:
ა. ეფვთიმე გენათელი და პიროს ბრეთელი ბ. მაქსიმე აღმსარებელი
და იოანე დამასკელი
გ. სვიმონ კანანელი და მარკოზ მახარებელი
2. როდის ხდება ,,მამელუკში“ აღწერილი მოქმედება?
ა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში
გ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში
3. სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილია:
ა. თანდებული ბ. ნაწილაკი გ. ზმნიზედა
4. ფორმაცვალებადი
მეტყველების ნაწილია:
ა. ზმნიზედა
ბ. ნაცვალსახელი გ. კავშირი
5. სწორია:
ა. მრავალმა წლებმა უკვალოდ ჩაიარეს. ბ. ბებიამ ცოტა ჩურჩხელები გიას მისცა.
გ. თეონამ მაგიდაზე ათი თეფში დადო.
6. კუმშვად სახელებს
ფუძე ეკუმშებათ:
ა. ნათესაობითსა და მოქმედებითში ბ. ნათესაობითში,
მოქმედებითსა და ვითარებითში
გ. მიცემითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში
7. კვეცა ხდება:
ა.
ნათესაობითსა და მოქმედებითში
ბ.
ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში
გ.
მიცემითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში
8. კუმშვად–კვეცადი
სახელია:
ა. სამშობლო
ბ. საყდარი გ. მოყვარე
9. წილობითი რიცხვითი
სახელია:
ა. შვიდი
ბ. მეშვიდე გ. მეშვიდედი
10. ჩვენებითი ნაცვალსახელია:
ა. ეგ ბ. იგი გ. მისი
11. რომელ წინადადებაშია
ვითარების ზმნიზედა?
ა. მშვიდი დილა გათენდა ბ. ირგვლივ სიმშვიდემ დაისადგურა
გ. ქალი ბილიკს მშვიდად მიუყვებოდა.
12. რომელია თანხმოვანფუძიანი
სახელი?
ა. მამა ბ. მგელი გ.
პეპელა
13. ,,ბევრი წყალი ჩაივლის“–
ნიშნავს:
ა. მდინარე ადიდდება ბ. დიდი
დრო გავა გ. დიდი წვიმა იქნება
14. ჩასვით შესაბამისი
ზედსართავი სახელი: ლალი ...... ქალია. ის ყველას ეხმარება.
ა. კეთილი
ბ. ბოროტი გ. ლამაზი
15. რომელ წინადადებაშია
გამოყენებული აბსტრაქტული არსებითი სახელი?
ა. ახალგაზრდობა ქუჩებს მოეფინა. ბ. ახალგაზრდობა თბილისში
გაატარეს.
გ. ახალგაზრდობა კარგად გაერთო.
16. რომელი სიტყვა არ
იკვეცება?
ა. ბინა
ბ. წყარო გ. მაგიდა
17. რა შემთხვევაშია
გამოყენებული სიტყვა ,,ქვა“ გადატანითი მნიშვნელობით?
ა. ქვის გული
ბ. ქვის ღობე გ. ქვის ჯვარი
18. რომელი ბრუნვის
თანდებულებია – ვით, –თან, –ზე, –ში?
ა. სახელობითის ბ. მიცემითის გ. ნათესაობითის
19. რომელი რთული სიტყვაა
მიღებული სინონიმების შეერთებით?
ა. ჩურჩული
ბ. სახლ–კარი გ. სიცილ–კისკისი
20. რომელ ზმნას მოუდის
ორი ,,ვ“ პირველ პირში?
ა. მივდივარ ბ. ვდარაჯობ გ. ვარჯიშობ
Комментариев нет:
Отправить комментарий