,, მოსწავლისათვის არასწორად
მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული
პრობლემები და გაუმჯობესების გზები „
ნინო ელბაქიძე
სსიპ ქალაქ
ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა დალიტერატურის
მასწავლებელი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დირექტორი
2
0 1 6
წ .
ს ა რ ჩ ე ვ ი
შესავალი
თავი I
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები
1.1.
მოკლე ინფორმაცია სკოლის დაწყებითი საფეხურის შესახებ
1.2.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
1.3.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
1.4.
კვლევის მიზანი
1.5.
კვლევის ამოცანები
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
თავი IV
კვლევის დიზაინი
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი
4.2. კვლევის მეთოდები
4.3. კვლევის ვადები
თავი V
კვლევის შედეგები
5.1. მონაცემთა ანალიზი
5.2. კვლევის მიგნებები
5.3. შესაძლო ინტერვენციები
5.4. განხორციელებული
ცვლილებები
თავი VI
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1. რეკომენდაციები
6.2. ინტერვენციის შეფასება
თავი VII
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა
დანართები
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს
სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელებული
პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მასწავლებლის მიერ
მოსწავლისთვის საშინაო დავალების არასწორი მიცემით გამოწვეული პრობლემები და ამ
პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
ნაშრომი
შედგება შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22
საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის შესახებ, განხილულია პრობლემა და საკვლევი საკითხი, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები, II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს, III თავი ლიტერატურის მიმოხილვას
ეთმობა, IV თავში კვლევის დიზაინია
განხილული, V თავი ეხება კვლევის საფუძველზე
მიღებულ შედეგების ანალიზს, ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას, თავი VI მოიცავს რეკომენდაციებს,
VII თავში გაკეთებულია დასკვნა.
საკვანძო სიტყვები: პროექტი, კვლევა.
თავი I.
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა
1.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის
დაწყებითი საფეხურის შესახებ
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის I-VI
კლასებში სწავლობს 92 მოსწავლე, გოგონა – 40, ვაჟი – 52. დაწყებით კლასებში
სხვადასხვა საგანს 16 მასწავლებელი ასწავლის. მათგან 90% სრულ განაკვეთზე მუშაობს.
8 უფროსი მასწავლებელია, 8 კი – პრაქტიკოსი. მასწავლებლები პერიოდულად გადიან
ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ
სწავლა–სწავლების პროცესი.
1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი
კვლევის საფუძველი გახდა დაწყებითი კლასების
მოსწავლეების მიდგომა საშინაო
დავალებისადმი. ვამჩნევდი, რომ როგორც კი მოჭარბებულად მივცემდი მოსწავლეებს
საშინაო დავალებას, უინტერესოდ, ძალდატანებით ან სულაც არ ასრულებდნენ. დავიწყე
ფიქრი იმის შესახებ, თუ რამდენს უნდა ,,იწონიდეს“ მოსწავლეებისთვის ჩემს მიერ
მიცემული საშინაო დავალება და რა შინაარსის ან რა ფორმის უნდა იყოს იგი.
რა დოზით უნდა მივცეთ ბავშვებს დავალება, რომ
ეს საქმე ტანჯვად არ ექცეთ? პრობლემა საშინაო დავალების სირთულეშია თუ მოცულობაში?
აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე დაწყებითი კათედრის წევრებს,
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და მათ მშობლებში განმეხორციელებინა კვლევა.
1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
ü
ერთ–ერთ
სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი. მოსწავლეებს აღარ რჩებათ დრო
თამაშისა და დასვენებისათვის. მათი მიზანია, რაც შეიძლება დროულად შეასრულონ
დავალება და ისინი ამის გამო უკვე აღარ ზრუნავენ დავალების ხარისხზე.
ü
დავალება
უხარისხოდ და უხალისოდ შესრულებული შეიძლება იყოს, თუ საშინაო დავალებას არ ახლავს
შესაბამისი ინსტრუქცია.
ü
დავალება
უხარისხოდ და უხალისოდ შესრულებული შეიძლება იყოს მაშინაც, თუ დავალება
სისტემატურად და დროულად არ შემოწმდება.
ü
საშინაო
დავალების შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს დავალების სირთულე, თუ
დავალება მოსწავლეთა შესაძლებლობების ადეკვატური არაა.
1.4. კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო
მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული
პრობლემები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები.
1.5. კვლევის ამოცანები:
v
დაკვირვება
თითოეული მოსწავლის საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე, ყურადღებაზე, სწავლისა
და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე.
v
ფოკუს–ჯგუფის
შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
v
მოსწავლეთა,
მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა.
v
მონაცემების
კოდირება და ანალიზი.
v
შედეგებისა
და დასკვნების პრეზენტაცია.
თავი II.
პრაქტიკული კვლევის
არსი
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც
შეეხებოდა მოსწავლისათვის არასწორად
მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეულ პრობლემებს
და მის გაუმჯობესების გზებს.
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას,
მკვლევრებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას.
პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს
მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
რადგან
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხური
განსაზღვრულია პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ამიტომ კვლევაც ამ კლასის
მოსწავლეებში, მათ მშობლებში და ამ კლასებში შემავალ პედაგოგებში განვახორციელე.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის I-VI კლასის 92 მოსწავლე
( გოგონა – 40, ვაჟი – 52).
2. სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის I-VI კლასის მოსწავლეთა 89 მშობელი.
3. სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის 15 მასწავლებელი.
სულ – 196 რესპოდენტი.
თავი III.
ლიტერატურის
მიმოხილვა
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება
სწავლების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ რა
სარგებლობასთან/სირთულეებთან არის მოსწავლისათვის საშინაო დავალების მიცემა
დაკავშირებული და ზოგადად, რატომ უნდა მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალება,
განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს?
საშინაო დავალება სწავლა–სწავლების ნაწილია, ეს იქნება წერილობითი
შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი.
საშინაო დავალება მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო
ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. იგი ასევე აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან,
მშობელს ეძლევა საშუალება უფრო მეტად ჩართული იყოს ბავშვის განვითარებაში. საშინაო
დავალების შესრულების დროს მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოცდილება მიიღოს და
სკოლაში უფრო წარმატებული გახდეს. საშინაო დავალების შესრულება ასევე საუკეთესო
გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის, ხოლო მშობელს აძლევს საშუალებას
აკონტროლოს შვილის განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ
ყველაფრის დადებითობა სწორად შერჩეულ საშინაო დავალებაზეა დამოკიდებული.
კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალების შესრულება ყველაზე შედეგიანია
უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირაში 5–10 საათს უთმობენ.
იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის
უმცროსკლასელთათვის. (აქ ყურადღება უნდა
მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა . შ. )
არის თუ არა საშინაო დავალება
ეფექტიანი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ
არსებობს.
მკვლევრების აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია
მოსწავლეების ასაკზე. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ბავშვებს აღარაფრის დრო
აღარ რჩებათ.
თავი IV.
კვლევის დიზაინი
კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1.
დაწყებითი
კლასების მოსწავლეები.
2.
დაწყებითი
კლასების მოსწავლეთა მშობლები.
3. დაწყებითი კლასებში შემსვლელი პედაგოგები.
.1. კვლევის მეთოდები
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი
მეთოდების გამოყენებით:
v
გამოკითხვა – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო
კითხვებზე: რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას მოსწავლისთვის? რაში ეხმარებათ
და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ სამუშაოს ყოველდღიურად შესრულება?
v
ანკეტირება – მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე დაწყებითი
კათედრის წევრებისათვის. კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს
რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ
გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა.
v
ინტერვიუ – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია
პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება საშინაო დავალებისადმი.
v
ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის
კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.
v
მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის
გამოვიყენე.
.2. კვლევის ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
პრობლემის შერჩევა
|
ü
|
||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
ü
|
||
ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან
|
ü
|
||
მეორადი მონაცემების შეგროვება
|
ü
|
||
მეორადი მონაცემების ანალიზი
|
ü
|
||
კითხვარების შედგენა, დამუშავება
|
ü
|
||
გამოკითხვა/ანკეტირება
|
ü
|
||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
ü
|
||
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
ü
|
||
ინტერვენციის განხორციელება
|
ü
|
||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
ü
|
||
პრეზენტაცია დაწყებითების კათედრასთან, შედეგების
გაცნობა
|
ü
|
თავი V.
კვლევის შედეგები
5.1.მონაცემთა ანალიზი
ინტერვიუმ სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საშუალება მომცა
განმესაზღვრა პედაგოგთა და მოსწავლეთა დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ.
ინტერვიუ ჩატარდა მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებთან, (თითო
კლასიდან მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების 2–2 მოსწავლე). ბავშვების
შერჩევა მოხდა ამ კლასების დამრიგებლებთან ინტერვიუს საფუძველზე.
კითხვარის
შევსება პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე – დაწყებითი კლასების დამრიგებლებთან და ამ
კლასებში შემსვლელ პედაგოგებთან ჩატარებული პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე
წინასწარ მომზადებული კითხვარი შევავსე.
ამით შევძელი შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:
Ø
მასწავლებლები
რა სიხშირით აძლევენ მოსწავლეებს წერით დავალებებს;
Ø
მასწავლებლები
რა სიხშირით ასწორებენ მოსწავლეებისათვის მიცემულ საშინაო დავალებებს.
(დანართი 4 )
პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა, მასწავლებლისთვის რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას, რომელიც
მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, რა პრობლემებს აწყდება ამ კუთხით და როგორ
წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები. გამოკითხვაში 15 პედაგოგი
მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი
უხალისოდ უდგება დავალებების შესრულებას (87%), გამოკითხვამ აჩვენა, რომ
მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელთა 18% ინსტრუქციას,
თუ როგორ უნდა შესრულდეს დავალება, არ იძლევა, 36% მასწავლებლებისა ყოველთვის
იძლევა ინსტრუქციას, 46% კი – ზოგჯერ. მოსწავლეთა მიერ შესრულებულ საშინაო
დავალებას ყოველთვის ასწორებს 48%, ზოგჯერ – 51%, ხოლო არასოდეს – 1%. მასწავლებლების 56% მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოსწავლეებისთვის
მიცემული დავალება ზომიერია, მასწავლებელთა 33%–ის აზრით – მცირეა, ხოლო
მასწავლებელთა 11%–ს მიაჩნია, რომ ზომაზე მეტია.
ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მშობლების უმეტესობა უარყოფითად აფასებდა
იმ ფაქტს, რომ მათი შვილები საჭიროზე მეტ დროს ანდომებდნენ საშინაო დავალების შესრულებას
და ამ საქმიანობას ისინი უხალისოდ ასრულებდნენ. ( დანართი 1 )
გამოკითხვის შედეგად საშინაო დავალების
შესრულებას დიდ დროს ანდომებს მოსწავლეთა 75%.
დიახ
– 75%
არა
– 25%
საშინაო დავალებას ხალისით მხოლოდ
მოსწავლეთა 24% ასრულებს.
დიახ
– 76%
არა
– 24%
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო I-VI კლასის
მოსწავლეების თითო მშობელმა ან მეურვემ. გამოკითხვაში მონაწილეობდა მდედრობითი
სქესის 95%, ხოლო მამრობითი სქესის – 5%.
სქესი
მდედრობითი
– 95%
მამრობითი – 5%
აქედან I-II კლასის მშობელი იყო 60%, III-IV კლასის
– 25%, ხოლო V-VI კლასის – 15%.
I – II
კლასები – 60%
III – IV
კლასები – 25%
V –VI
კლასები _ 15%
მშობლებს კითხვარები შევავსებინეთ სკოლაში. შეგროვებული კითხვარების
რაოდენობა მშობელთა მთლიანი რაოდენობის
98%–ია. მიმაჩნია, რომ კითხვარმა ზოგადი წარმოდგენა შექმნა მშობლის
დამოკიდებულების გასაგებად საშინაო დავალებასთან დაკავშირებით.
მშობლებმა ანონიმურად შეავსეს ანკეტები. შედეგებიდან გამომდინარე ბავშვის
რეჟიმის სწორ განაწილებაზე პასუხისმგებელია: ოჯახი – 40%, დედა –53%, ბავშვი – 7%;
ბავშვს გვიან დაძინება უწევს: ბევრი დავალების გამო –33%, დროის არასწორად
განაწილების გამო – 20%, ტელეგადაცემის გამო – 47%; ბავშვი საშინაო დავალებას ვერ
სწავლობს: მშობლის დახმარების გარეშე – 52%, დავალებას ასრულებს დამოუკიდებლად –
8%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები – 40%; მშობელს უწევს დავალების ახლიდან ახსნა
იმიტომ, რომ მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოზე – 18%, ბავშვის
უყურადღებობის მიზეზით – 17%, დავალების სირთულის გამო – 53%, მშობელს ახლიდან ახსნა
არ უწევს – 12%; მშობლების 24% თვლის, რომ მშობელმა უნდა გადადოს ყველა საქმე და
შვილთან ერთად შეასრულოს დავალებები, მშობელთა 20%–ს მიაჩნია, რომ რაც ნაკლებად
ჩაერთვება შვილის დავალების შესრულებაში, მით მეტ დამოუკიდებლობას მიეჩვევა შვილი,
მშობელთა 56% კი თვლის, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიეხმაროს შვილს
დავალების შესრულებაში. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ბუკში
ჩატვირთული დავალებები მოსწონთ ბავშვებს (82%), შემდეგ – ზეპირი (13%), ყველაზე
ნაკლებად კი – წერითი დავალებები (5%).
ანკეტირება ჩავუტარე II-VI კლასის მოსწავლეებს მათსავე საკლასო ოთახებში.
(ანკეტირება ჩატარდა მშობლების ანკეტირებამდე 1 საათით ადრე, ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად).
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი რეჟიმის სწორ
განაწილებაზე პასუხისმგებელია: ოჯახი –
42%, დედა –55%, ბავშვი – 3%; გვიან დაძინება უწევთ: ბევრი დავალების გამო –35%,
დროის არასწორად განაწილების გამო – 13%, ტელეგადაცემის გამო –52%; საშინაო დავალებას ვერ სწავლობს: მშობლის
დახმარების გარეშე – 55%, დავალებას ასრულებს დამოუკიდებლად – 10%, სჭირდება
მცირეოდენი მითითებები – 35%; მშობელს უწევს დავალების ახლიდან ახსნა იმიტომ, რომ
მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოზე – 20%, ბავშვის უყურადღებობის
მიზეზით – 10%, დავალების სირთულის გამო – 50%, მშობელს ახლიდან ახსნა არ უწევს –
20%; ბავშვების 30% თვლის, რომ მშობელმა
უნდა გადადოს ყველა საქმე და შვილთან ერთად შეასრულოს დავალებები, მოსწავლეთა 13%–ს
მიაჩნია, რომ რაც ნაკლებად ჩაერთვება მშობელი შვილის დავალების შესრულებაში, მით
მეტ დამოუკიდებლობას მიეჩვევა თავად, მოსწავლეთა 57% კი თვლის, რომ მხოლოდ
აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიეხმაროს მშობელი დავალების შესრულებაში. გამოკითხვის
შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ბუკში ჩატვირთული დავალებები მოსწონთ
ბავშვებს (89%), შემდეგ – ზეპირი (7%), ყველაზე ნაკლებად კი – წერითი დავალებები
(4%).
( დანართი 2 და 3 )
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე – ეფექტური უკუკავშირის
კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესებს: V და VI კლასებში 3–3
გაკვეთილს, II, III და IV კლასებში 2–2 გაკვეთილს, ხოლო I კლასში – 4 გაკვეთილს
მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისადმი მიცემული საშინაო დავალების ეფექტიანობის
დასადგენად.
მეორადი მონაცემების ანალიზი – საშინაო დავალების ნიმუშების გასაცნობად
შევაგროვე დაწყებითი კლასის მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული
საშინაო დავალებები, რათა დამედგინა კონკრეტულად რა მოცულობის და შინაარსის
საშინაო დავალებებს აძლევდნენ პედაგოგები მოსწავლეებს.
საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები
უხალისოდ ასრულებენ საშინაო დავალებას, რომ საშინაო დავალების შესრულებაზე დიდ
დროს ხარჯავენ და რომ ურთულდებათ საშინაო დავალების შესრულება. ასევე გამოიკვეთა,
რომ მასწავლებლები ყოველთვის არ ასწორებენ საშინაო დავალებას, ან თუ ასწორებენ,
არასისტემატიურად და არასრულყოფილად ხდება დავალების შემოწმება, რაც იმის
საფუძველი ხდება, რომ მოსწავლე ან ვერ ასრულებს საშინაო დავალებას, ან უხარისხოდ
ასრულებს. დავალების შეუმოწმებლობით ან არასრულყოფილად შემოწმებული დავალების
შემდეგ მოსწავლეს უქრება მოტივაცია. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაქტორების გამო
ვღებულობთ უხალისოდ და უხარისხოდ შესრულებულ საშინაო დავალებას.
გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები არ
აცნობიერებენ თუ რა დატვირთვა აქვს მოსწავლისთვის საშინაო დავალების მიცემას.
5.2. კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა
რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება;
Ø გამოცდილების
გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის;
Ø მოსწავლისთვის
საშინაო დავალების მიცემის დროს საშინაო დავალების შესრულების ინსტრუქციის
არმიცემა;
Ø მოსწავლისთვის
არასწორად შერჩეული საშინაო დავალება (საშინაო დავალების შინაარსი, ზომა და ა. შ.
).
Ø ხშირად
მშობლებისთვისაც გაუგებარია როგორ უნდა შესრულდეს საშინაო დავალება.
5.3. შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში ინფორმაციის და
მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის 5 ვარიანტი:
v დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ლიტერატურის
გაცნობა, სადაც დეტალურად იქნება საუბარი საშინაო დავალების შესახებ. ასეთი
ლიტერატურის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს საშუალება მიეცემათ განსაზღვრონ როგორი,
რა სახის და რა დოზით მისცენ მოსწავლეებს საშინაო დავალებები.
v დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის
გაღრმავება პედაგოგებს დაეხმარება ინდივიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან
მიღებული გადაწყვეტილებები კოლეგებს გაუზიარონ, შეჯერდნენ როგორ, რა სახით, რა
დოზით მისცენ დავალებები მოსწავლეებს, რომ საშინაო დავალება შესრულდეს ინტერესით,
ხალისით და ხარისხიანად.
v დაწყებითი კლასის მასწავლებლების მიერ საშინაო
დავალების მიცემის დროს იქნეს გაცემული საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო
რეკომენდაციები და საშინაო დავალება დროულად და სრულყოფილად იყოს შემოწმებული.
მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს გაუადვილებს დავალების შესრულებას და მათში გაზრდის
მოტივაციას.
v მასწავლებელთა გადამზადება საშინაო დავალების
მიცემასთან დაკავშირებით.
v მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის
გაღრმავება.
5.4. განხორციელებული ცვლილებები
შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი
ცვლილებები:
1.
დაწყებითი
კლასების მასწავლებლებისთვის
ლიტერატურის გაცნობა –
პედაგოგები
გაეცვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას,
მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურას
როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ისე – ინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო
მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს
მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს მიაწოდოს ისეთი სახის და ისეთი დოზის საშინაო
დავალება, რომ მოსწავლემ ეს დავალება ხალისით და ხარისხიანად შეასრულოს.
2. დაწყებითი
კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება – პედაგოგებს შორის მოეწყო
შეხვედრები, სადაც მოხდა ლიტერატურის დამუშავების შემდეგ ინდივიდუალური
გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარება, შეჯერება თუ რა სახის, როგორი საშინაო
დავალებები გაიცემა მოსწავლეებისთვის.
3. დაწყებითი კლასის პედაგოგები მოსწავლეებისთვის დროულად
გასცემენ საშინაო დავალების მიცემის დროს
საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციებს და დროულად და
სრულყოფილად ახდენენ საშინაო დავალების შემოწმებას.
4. მასწავლებელთა გადამზადება საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით – დაწყებითი
კლასების მასწავლებელთა გადამზადების მიზნით სკოლაში ჩავატარეთ ტრენინგი: ,,როგორ
და რა დოზით მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალება?“ ამ მიზნით სკოლაში მოვიწვიეთ
ტრენერი ნანა კაცაძე.
5. მასწავლებლებსა და მშობლებს შორის
თანამშრომლობის გაღრმავება – დაწყებითი
საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა მშობლებთან შეხვედრები, სადაც პედაგოგებმა
დეტალურად ესაუბრეს მშობლებს საშინაო დავალების რაობის შესახებ და მისცეს მათ
რეკომენდაციები, თუ როგორ ჩაერთონ შვილების დავალების შესრულების პროცესში.
თავი VI.
რეკომენდაციები
და ინტერვენციის შეფასება
6.1. რეკომენდაციები
რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს მისცენ ისეთი დავალებები, რომლის მსგავსი
სავარჯიშოებიც მათ უკვე კლასში შეასრულეს, მასწავლებლებმა საშინაო დავალების
მიცემის დროს გასცეს შესაბამისი ინსტრუქცია და დროულად და სრულყოფილად შეამოწმოს
საშინაო დავალება.
2. საშინაო დავალების მიცემის დროს
მასწავლებელმა გაითვალისწინოს დავალების რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და
დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად გაითვალისწინოს,
რათა მიაღწიოს შედეგს. ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა აჰყავდეს,
უნდა ზრდიდეს მისი ცნობისმოყვარეობის სურვილს ისე, რომ საშინაო დავალების შესრულება
მოსწავლეს ჩვევაში გადაეზარდოს. ამისთვის აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი
მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის
მოთხოვნილება.
3.
მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა
ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია.
4. საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება
როგორც პედაგოგებს, ისე პედაგოგებსა და მშობლებს შორის:
Ø თანამშრომლობა
დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის
( შემუშავდეს I
– VI კლასის მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო
შეხვედრების გრაფიკი.)
Ø თანამშრომლობა
დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და მშობლებს შორის ( შემუშავდეს დაწყებითი
საფეხურის მასწავლებლებსა და მშობლებს შორის I – VI კლასის რეგულარული სამუშაო
შეხვედრების გრაფიკი.)
Ø I
– VI კლასის პედაგოგები გაეცნონ ლიტერატურას საშინაო დავალების მიცემასთან
დაკავშირებით.
6.2. ინტერვენციის
შეფასება
შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
Ø რამდენად
ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული საშინაო დავალების მიცემა მოსწავლისათვის.
Ø დაეხმარება
თუ არა მოსწავლეს ამგვარად მიცემული საშინაო დავალებები დავალების ხარისხიანად და
ხალისით შესრულებაში.
Ø მასწავლებელთა
გადამზადება და მათთვის ლიტერატურის გაცნობა დაეხმარება თუ არა დაწყებითი კლასის
პედაგოგებს მოსწავლისათვის საშინაო დავალების სწორად მიცემაში?
პედაგოგთა შორის
გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა
გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ.
მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილებზე დასწრება და ამ
გაკვეთილების ანალიზი მათ დაეხმარათ საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში.
მასწავლებელთა გადასამზადებლად გატარებული ინტერვენციის შესაფასებლად
განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე (თითოეული მასწავლებლის 2–2
გაკვეთილი). აღმოჩდა, რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი ამჯერად
გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების
შეგროვების ეტაპზე.
მშობლების
დამოკიდებულებების დასადგენად ჩავატარე ფოკუსჯგუფი მათთან, სადაც გაირკვა, რომ
მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, მათმა შვილებმა
როგორ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება.
ჩავატარე ინტერვენცია
პედაგოგებს შორის. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში მშობელთა უკმაყოფილებამ,
რომ მათ შვილებს უჭირდათ დავალებების შესრულება და ამ პროცესს დიდ დროს
ანდომებდნენ, საგრძნობლად იკლო.
თავი VII.
დასკვნა
პრაქტიკული კვლევის
საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლისთვის არასწორად მიცემული
საშინაო დავალების მიცემით გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:
Ø პედაგოგთა
შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
Ø პედაგოგთა
და მშობელთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
Ø მასწავლებელთა
მიერ მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების მიცემის დროს დავალების შესრულების
ინსტრუქციის არქონა;
Ø საშინაო
დავალების შეუმოწმებლობა ან არადროული და არასრულყოფილი შემოწმება.
აღნიშნული პრობლემის
აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას
გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა – დაწყებით კლასებში
(განსაკუთრებით I კლასში)
არის თუ არა საჭირო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემა?
P. S. პრაქტიკული
კვლევის დასრულების შემდეგ დაწყებითების კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.
გამოყენებული
ლიტერატურა:
1. http:/www.mastsavlebeli.ge/
2. ,,სწავლებისა
და სწავლის ახალი მიდგომები“ თბილისი. 2004.
3. ,,საერთაშორისო
საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში“
ი.კუტალაძე. 2012.
დანართები:
დანართი 1 –
კითხვარი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად.
თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და
გვარის მითითება.
1.
შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
o მდედრობითი
o მამრობითი
2.
რომელი კლასის მოსწავლის მშობელი ხართ?
o I – II
o III – IV
o V – VI
3.
საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი
საშინაო დავალების შესრულებას?
o დიახ
o არა
4.
ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო
დავალებას?
o დიახ
o არა
დანართი 2 –
ანკეტა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა
მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ
პრაქტიკულ
კვლევას
მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.
ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის დღის რეჟიმის სწორ განაწილებაზე?
ა) ოჯახი ბ) დედა გ) ბავშვი
2.
რატომ უწევთ ბავშვებს გვიან დაძინება?
ა) ბევრი დავალების გამო ბ) დროის არასწორი განაწილების გამო
გ) ტელეგადაცემების გამო
3.
თქვენი შვილი საშინაო დავალებებს...
ა) ვერ სწავლობს თქვენი დახმარების გარეშე
ბ)
ასრულებს სრულიად დამოუკიდებლად
გ)
სჭირდება მცირეოდენი მითითებები
4.
თქვენ გიწევთ დავალებების ახლიდან ახსნა იმიტომ, რომ...
ა) მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოებზე
ბ) ბავშვის უყურადღებობის მიზეზით
გ) დავალება რთულია და არ შეესაბამება ბავშვის შესაძლებლობებს
დ) დავალების ახლიდან ახსნა არ მიწევს
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ბავშვის დავალებებში?
ა) გადადოს ყველა საქმე, მიუჯდეს შვილს და თვალყური ადევნოს დავალების მომზადებას
ბ) რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას ასწავლის შვილს
გ) დაეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ენდოს, მაგრამ პერიოდულად აკონტროლოს
6.
რა სახის დავალებების შესრულება უხარიათ ბავშვებს ყველაზე მეტად?
ა) წერითი დავალებების;
ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა)
გ) ბუკში ჩატვირთული დავალებების
7.
დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
დანართი 3 – ანკეტა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ
პრაქტიკულ
კვლევას
მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მოსწავლისის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
ა) ოჯახი
ბ) დედა გ) მე
2. გვიან ვიძინებ...
ა) ბევრი დავალების გამო
ბ) დროის არასწორი განაწილების გამო
გ) ტელეგადაცემების გამო
3.საშინაო დავალებებს...
ა) ვერ ვასრულებ
მშობლების დახმარების გარეშე
ბ)
ვასრულებ სრულიად დამოუკიდებლად
გ)
მჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. მშობლები
დავალებებს ახლიდან მიხსნიან იმიტომ, რომ...
ა) მასწავლებელი ზოგჯერ არ
გვამუშავებს მსგავს სავარჯიშოებზე
ბ) ხანდახან
გაკვეთილზე უყურადღებოდ
ვზივარ
გ) დავალება რთულია და მიჭირს
გააზრება
დ) დავალების ახლიდან ახსნა არ მჭირდება
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ჩემს დავალებებში?
ა) გადადოს ყველა საქმე, მომიჯდეს და თვალყური ადევნოს ჩემი დავალების მომზადებას
ბ) რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს
გ) უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
6. რა სახის დავალებების შესრულება
მიხარია ყველაზე მეტად?
ა) წერითი დავალებების;
ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა)
გ) ბუკში ჩატვირთული დავალებების
7. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
დანართი 4 – ანკეტა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ
პრაქტიკულ
კვლევას
მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.
ხალისით იღებენ თუ არა მოსწავლეები თქვენს მიერ
მიცემულ დავალებებს?
1.
დიახ
2.
არა
2.
საშინაო დავალების მიცემის დროს აძლევთ თუ არა
მოსწავლეებს დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას?
1.
არასოდეს ვაძლევ ინსტრუქციას
2.
ყოველთვის ვაძლევ ინსტრუქციას
3.
ზოგჯერ ვაძლევ ინსტრუქციას
3.
ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას?
1.
არასოდეს ვასწორებ
2.
ყოველთვის ვასწორებ
3.
ზოგჯერ ვასწორებ
4.
როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მიცემული დავალება:
1.
ზომიერია
2.
დიდი მოცულობისაა
3.
მცირე მოცულობისაა
5.
დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით
უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
რეფლექსია
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარება
გულისხმობს
იმ
საქმიანობების
ერთობლიობას,
რაც
მასწავლებელს
პროფესიულ
ზრდასა
და
კარიერული
შესაძლებლობების
მოძიებაში
ეხმარება. 21-ე საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვის,
რომ
თანამედროვე,
განსხვავებული
შესაძლებლობებისა
და
ღირებულებების
მოსწავლეების
საგანმანათლებლო
საჭიროებები
და
მოლოდინები
დააკმაყოფილოს.
თანამედროვე
პედაგოგიკაში
განსაკუთრებით
აქტუალურია
კვლევა, რომელიც საშუალებას
გვაძლევს,
გავცდეთ
გაკვეთილის
ჩარჩოში
ჩასმულ,
მასწავლებელზე
ორიენტირებულ
აქტივობებს
და
შევთავაზოთ
მოსწავლეებს
უფრო
გრძელვადიანი
სასწავლო
საქმიანობა,
რომელიც
რეალურ,
ცხოვრებისეულ
საკითხებს/
პრობლემებს
ეხება.
ამგვარი
აქტივობების
განხორციელება
მიზნად
ისახავს
მოსწავლეთა
კომპეტენციების
გამომუშავებას:
ა) კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ან ბ) კონკრეტული, აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზით. კვლევას საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მოსწავლეები და მშობლები მასწავლებლის
დახმარებით
ახორციელებენ.
როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო კვლევა?
კვლევა არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი
სამუშაო,
რომელიც
მოსწავლეთა
კვლევითი,
შემოქმედებითი,
თანამშრომლობითი
და
კომუნიკაციური
უნარ-ჩვევების
განვითარებას
უწყობს
ხელს.
ნებისმიერ კვლევას აქვს რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული მის აღწერაში.
კვლევის მიზანი: კვლევის მიზანი იყო დეტალურად შემესწავლა
მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული
პრობლემები და გამომენახა პრობლემის
გადაჭრის ოპტიმალური გზები. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი
პრობლემა, რომელიც შეეხებოდა მოსწავლისათვის
არასწორად მიცემული საშინაო დავალებით
გამოწვეულ პრობლემებს და მის გაუმჯობესების გზებს. რადგან ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხური განსაზღვრულია
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ამიტომ კვლევაც ამ კლასის მოსწავლეებში, მათ
მშობლებში და ამ კლასებში შემავალ პედაგოგებში განვახორციელე. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო:
1.
დაწყებითი
კლასების მოსწავლეები
2.
დაწყებითი
კლასების მოსწავლეთა მშობლები
3. დაწყებითი კლასებში შემსვლელი პედაგოგები
აქტივობების შერჩევისას ვხელმძღვანელობდი პრინციპით: რა უნდა ვიცოდე, რისი უნდა მჯეროდეს, რისი გაკეთება უნდა შემეძლოს, რისი სურვილი უნდა მქონდეს და როგორ უნდა ვიქცეოდე, რათა დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს სასურველი სასწავლო მიზნების მიღწევაში?
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების
გამოყენებით:
v
გამოკითხვა – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო
კითხვებზე: რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას მოსწავლისთვის? რაში ეხმარებათ
და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ სამუშაოს ყოველდღიურად შესრულება?
v
ანკეტირება – მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე დაწყებითი
კათედრის წევრებისათვის. კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს
რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ
გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა.
v
ინტერვიუ – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია
პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება საშინაო დავალებისადმი.
v
ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი
გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის
დასაკვირვებლად.
v
მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის
გამოვიყენე.
პრაქტიკული კვლევის
საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლისთვის არასწორად მიცემული
საშინაო დავალების მიცემით გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:
Ø პედაგოგთა
შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
Ø პედაგოგთა
და მშობელთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
Ø მასწავლებელთა
მიერ მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების მიცემის დროს დავალების შესრულების
ინსტრუქციის არქონა;
Ø საშინაო
დავალების შეუმოწმებლობა ან არადროული და არასრულყოფილი შემოწმება.
აღნიშნული პრობლემის
აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების
შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა – დაწყებით კლასებში
(განსაკუთრებით I კლასში)
არის თუ არა საჭირო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემა?
პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ
დაწყებითების კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია. კათედრის
და
პედ.
საბჭოს
სხდომებზე,
აგრეთვე,
საჩვენებელ
გაკვეთილებზე
თანამშრომლებს
შეძლებისდაგვარად
გავუზიარე
ამ კვლევით მიღებული ცოდნა და სიახლეები.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა შესაბამისობაში
მოდის
,,მასწავლებლის
პროფესიული
სტანდარტის“
მე-3
მუხლის
(ა)
ქვეპუნქტთან,
რაც
ითვალისწინებს
შემდეგს:
,,მასწავლებელმა
იცის
თუ
როგორ
გამოიყენოს
ცოდნა
მოსწავლის
სწავლის
ხელშესაწყობად“;
ასევე
შესაბამისობაშია
მე-4
მუხლის
(ბ)
ქვეპუნქტთან:
,,მასწავლებელმა
იცის,
თუ
როგორ
სწავლობს
მოსწავლე
სხვადასხვა
სტრატეგიის
გამოყენებით
და
აცნობიერებს
მათ
მნიშვნელობას
მოსწავლის
სწავლის
ხელშესაწყობად;“
მე-4
მუხლის
(გ)
ქვეპუნქტთან:
,,მასწავლებელმა
იცის
როგორ
დაეხმაროს
მოსწავლეს
ცოდნის
აგებაში“;
მე-4
მუხლის
(დ)
ქვეპუნქტთან:
,,მასწავლებელმა
იცის,
როგორ
დაეხმაროს
მოსწავლეებს
დამოუკიდებლად
სწავლისა
და
დამოუკიდებელი
აზროვნების
უნარ-ჩვევების
განვითარებაში.“
მე-5
მუხლის
(ე)
ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ მოაწყოს
სასწავლო
ფიზიკური
გარემო
ეფექტური
სწავლებისათვის;“
მე-5
მუხლის
(კ)
ქვეპუნქტთან:
,,მასწავლებელი
აცნობიერებს
კლასის
მართვის
სტილის
გავლენას
მოსწავლის
განწყობაზე,
ქცევასა
და
სწავლის
შედეგებზე;“
მე-5
მუხლის
(ლ)
ქვეპუნქტთან:
,,მასწავლებელმა
იცის,
როგორ
მართოს
მოსწავლეების
ქცევა
წყვილებში,
დიდ
და
მცირე
ჯგუფებში,
როგორ
ასწავლოს
თანამშრომლობითი
ურთიერთობები
და
ხელი
შეუწყოს
აზრის
გაბედულად
გამოხატვას.“ მე-5 მუხლის (ო) ქვეპუნქტთან; ,,მასწავლებელი პროფესიულად
ფლობს
სწავლების
ენას;“ მე-6 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან: ,,იცის სწავლის
მოტივაციის
ამაღლების
სტრატეგიები
და
აანალიზებს
მათ
შესაძლო
შედეგს
კონკრეტულ
სიტუაციაში;
მე-6
მუხლის
(ბ)
ქვეპუნქტთან:
,,იცის,
როგორ
გაუღვივოს
მოსწავლეებს
შემეცნებითი
ინტერესი
და
სწავლის
ღირებულების
მიმართ
გაცნობიერებული
დამოკიდებულება;“
მე-6
მუხლის
(დ)
ქვეპუნქტთან:
,,იცის
და
იყენებს
კომუნიკაციის
სხვადასხვა
სტრატეგიას
მოსწავლეებთან
ურთიერთობის
დროს
კონკრეტული
სასწავლო
მიზნების
მისაღწევად;“
მე-7
მუხლის
(ა
) ქვეპუნქტთან:
,,მასწავლებელმა
იცის
სასწავლო
პროცესის
დაგეგმვა
ეროვნული
და
სასკოლო
სასწავლო
გეგმების
მოთხოვნების,
მოსწავლეთა
ინდივიდუალური
თავისებურებების,
დროითი
და
სასწავლო
რესურსების
გათვალისწინებით;“მე-9 მუხლის
(ა)
ქვეპუნქტთან:
,, მასწავლებელი
ავლენს
სწავლების
სხვადასხვა
მეთოდის
ცოდნას
და
შეუძლია
მათი
გამოყენება
სასწავლო
კონტექსტის
სესაბამისად;“
მე-9
მუხლის
( ბ)
ქვეპუნქტთან:
,, მასწავლებელი
ავლენს
სწავლების
იმ
მეთოდების
ცოდნას,
რომელიც
დაეხმარება
ყველა
მოსწავლეს
შესაძლებლობების
მაქსიმალურ
გამოვლენასა
და
სასწავლო
მიზნების
მიღწევაში.“
მომეწონა. საინტერესოდ წერთ.
ОтветитьУдалитьყოჩაღ მწარმატებები
ОтветитьУдалить